”იტალიური გემო გამორჩეულია”

 კამპანია  ”იტალიური გემო გამორჩეულია” უკავშირდება ინიციატივას “Made in Italy – საქართველოში” და  განხორციელდა იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც  წელს 19-25 ნოემბერს  აღინიშნა. კვირეულის პერიოდში    იტალიური გემოს დასაგემოვნებლად ძირითადად თბილისში მდებარე რიგი რესტორნები, კაფეები და სუპერმარკეტები მომხმარებლებს წამახალისებელ აქციებსა და ფასდაკლებებს თავაზობდნენ.