ჩვენ შესახებ

                                                                   

“Made in Italy საქართველოში" წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც ხორციელდება იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს - ITA (www.ice.it) მიერ და ითვალისწინებს საქართველოს რეალობაში როგორც  იტალიური ბრენდების ცნობადობის გაძლიერებას, ასევე მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

იტალია თავის კულტურას თუ ხელოვნებას, ცხოვრების სტილს, სამზარეულოს თუ სხვა მხარეებს მსოფლიოსაც უზიარებს.  “Made in Italy” (დამზადებულია იტალიაში), როგორც ბრენდი მხოლოდ პროდუქტის ხარისხს არ უკავშირდება, არამედ წარმოადგენს ღირებულებების მთელ ჯაჭვს, რომელიც შემოქმედებითობასთან, გემოვნებასთან, ესთეტიკასა და სანდოობასთან ასოცირდება. ესაა ყველაფერი ის, რაც გამოიხატება ფრაზით: “Vivere ALL’italiana”, ე.ი „იტალიური ცხოვრების სტილი“ და ნიშნავს, რომ იტალიის საზღვრებს მიღმაც ეცნობიან და აფასაბენ იტალიურ სამზარეულოს, მოდას, დიზაინს, ხელოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიებს და ზოგადად, იტალიურ ღირებულებებს. “Made in Italy” აერთიანებს იტალიურ ტრადიციებს და ინოვაციებს; შედეგად ვიღებთ უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ ბრენდს, რაც იტალიურ დახვეწილობას, კრეატიულობასა და სინამდვილეს ასახავს.

ინიციატივის “Made in Italy საქართველოში“ ფარგლებში პირველი პროექტი სახელწოდებით „იტალიური ივნისი“  2018 წლის ივნისში განხორციელდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 54 სხვადასხვა პროფილის კომპანიამ (450 სავაჭრო წერტილით), რომლებიც თავიანთ იტალიურ ბრენდებზე  ივნისის თვის შერჩეულ პერიოდში  მომხმარებლებს ფასდაკლებებს თუ აქციებს თავაზობდნენ. ჩართულმა კომპანიებმა მოიცვა სამომხმარებლო ბაზრის ისეთ სექტორები, როგორიცაა ავეჯი & ინტერიერი, ტანსაცმელი & ფეხსაცმელი, კოსმეტიკა & პარფიუმერია, ოპტიკა, აქსესუარები, სამკაულები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სურსათი, რესტორნები&კაფეები და სხვა.