“მამმა მია” იტალიური რესტორანი თბილისში

25 ნოემბერი, 2018

“მამმა მია” ასე ქვია იტალიურ რესტორანს, რომელიც იტალიური სამზარეულოს კვირეულის ბოლო დღეს-25 ნოემბერს გაიხსნა. რესტორანი თბილისის ცენტრში, ზემელის #24-ში მდებარეობს და გამორჩეულად გემრიელი იტალიური კერძების გარდა, იტალიურ გარემოს გთავაზობთ. ესაა  იტალიური “ტრატორიის” ტიპის რესტორანი, მყუდრო გარემოთი და  იტალიური გრაფიკით  –  სადილის შეკვეთა      12.00 სთ.-დან 16.00 სთ.- მდე შეგეძლებათ, ხოლო  ვახშამის – 19.00სთ.-დან-24.00სთ.მდე.

აქ თავს  მართლაც იტალიის  “ტრატორიაში” იგრძნობთ.

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული საქართველოში – გალა საღამო

24 ნოემბერი, 2018

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით  22 ნოემბერს იტალიის საელჩოს ორგანიზებით ნამდვილი იტალიური გემოს დასაგემოვნებლად “რესპუბლიკაში” იტალიური საღამო გაიმართა.  სტუმრებმა საქართველოში  გალა საღამოსთვის საგანგებოდ მოწვეული  შეფ-მზარეულების მარკო კოლეონის და  უმბერტო კავინას მიერ მომზადებული გამორჩეული იტალიური გემო დააგემოვნეს: დამარილებული ორაგული ხიზილალით, რიზოტო მილანურად, პასტა ფუზილონე კრევეტების სოუსით და ნახევრად კარამელიზირებული ჩერი პომიდვრით, ძროხის სუკი ბალზამიკოთი,  ბოსტნეულის რატატუი და ბოლოს- პან დი პარმას ტირამისუ. ვახშამს ცნობილი იტალიური კომპანიის Frescobaldi-ის ღვინო კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.

საღამო მხოლოდ კულინარიული დატვირთვის არ ყოფილა-იგი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რადგან აქ “გამორჩეული იტალიური გემოს” გარდა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სხვა “იტალიურიც”  ენახათ: იტალიური მოდის კონფედერაციის CNA Federmoda-ს ორგანიზებით “Rossorame” დიზაინერების-ბრუნო სიმეონესა და დანიელე დელ ჯენიოს მოდის ბოლო ტრენდები, ხელით შექმნილი, ინდივიდუალურ ზომებზე მორგებული ფეხსაცმლის დიდი ოსტატის-ვლადი რიგატოს გამორჩეული ხარისხის  მამაკაცის ფეხსაცმელები და სუნამოების შექმნის დიდი ოსტატის – სილენო კელონის  ესენციების საიდუმლოებები.