ტანო

“ტანო”  პრემიუმ კლასის იტალიური მულტიბრენდული მაღაზია 2015 წელს დაარსდა. ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ბუტიკი ლამაზი დიზაინით, კაფისა და მაღაზიის ერთ სივრცეში შერწყმით საინტერესოს და მიმზიდველს ხდის მას. მაღაზია გამოირჩევა მრავალფეროვანი, ხარისხიანი,  მოდური და ფერადი კოლექციებით. იგი განკუთვნილია ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონებისთვის. მაღაზიაში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები: “Angelo Mariani“, “Alysi“ და “Marina Rnaldi“.

მისამართი: თბილისი, ბარნოვის ქ. №51

 

რიალტო

მაღაზია „რიალტო“ გაიხსნა 2006 წელს.  იგი მომხმარებელს თავაზობს იტალიურ მულტიბრენდულ ქალის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს და მოიცავს ისეთ სავაჭრო მარკებს, როგორიცაა Katia g., Mary C, ELISA FANTI, ROBERTA BIAGI, VALENTINO, ixos, VERSACE, CHIARINI, MOSCHINO, Vicolo, TOSCA, Nando Muzi, nila -nila, Fruit, Laura Bellariva, MALLONI.

მისამართი: 

1.თბილისი, პეკინის გამზირი 5, სავაჭრო ცენტრის მეორე სართული

2. ბათუმი, გორგილაძის ქ. 88, “ბათუმი მოლი”.

 

ინტიმისიმი

კომპანია “ტევრი”   წარმოადგენს იტალიური ბრენდის   “ინტიმისიმის” ოფიციალურ ფრენჩაიზს  საქართველოში. ბრენდის ისტორია 1996 წლიდან იწყება. დღეს იგი თეთრეულის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში:  წარმოდგენილია 40 ქვეყანაში, 1400-ზე მეტი მაღაზიით. პირველი მაღაზია თბილისში   2015 წელს გაიხსნა, ამას მოჰყვა კიდევ ორი მაღაზიის გახსნა. ივნისის დასაწყისში “ინტიმისიმი”  მეოთხე მაღაზია დაამატა. ბრენდი  მომხმარებელს სთავაზობს  მაღალი ხარისხის პროდუქტის (ქალის და მამაკაცის შიდა თეთრეული, ქალის ტანსაცმლის ხაზი) და შემოქმედებითობის კომბინაციას.

 

მისამართი:

  1. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №44;
  2. თბილისი, სითი მოლი საბურთალო“- ქავთარაძის №1;
  3. თბილისი,   რუსთაველის №42, სავაჭრო ცენტრი ,,მერანი“;
  4. თბილისი, პეკინის გამზირი №5.

 

 

 

ჯეოლუქსი

კომპანია “ჯეოლუქსი” დაარსდა 2003 წელს და წარმოდგენილია დისტრიბუციის და საცალო ვაჭრობის სექტორებში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა პროდუქციის იმპორტს და გაყიდვებს სხვადასხვა ქვეყნიდან, საიდანაც ძირითადი წილი იტალიაზე მოდის. მაღაზია “ინტიმა მოდა” მომხმარებელს თავაზობს ქალის სხვადასხვა ბრენდის იტალიურ წინდებს, ქალისა და მამაკაცის თეთრეულს, საცურაო კოსტუმებს და სხვა. მისი ძირითადი ბრენდებია: Ori, Rosoporpora და Sielei.

 

მისამართი:  თბილისი, კოსტავას პირველი ჩიხი 11ა.

კამიჩისიმა

“კამიჩისიმა” იტალიური ბრენდია, რომელიც 1931 წლიდან იტალიური მამაკაცის პერანგების მწარმოებელთა შორის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიის სათაო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკსა და შანხაიში; “ტევრი“ არის ახლად დაარსებული კომპანია, რომელმაც წარმოადგენს ბრენდ „კამიჩისსიმა“-ს ოფიციალურ ფრენჩაიზს საქართველოში. „კამიჩისიმას“ პირველი ჯიხურის ტიპის მაღაზია გაიხსნა 2017 წლის 12 აპრილს სავაჭრო ცენტრ „სითი მოლ საბურთალოში“. მოგვიანებით, იმავე წელს  მეორე მაღაზია გაიხსნა სავაჭრო ცენტ „გალერია თბლისში“. ბრენდი მომხმარებლებს თავაზობს მამაკაცის მოდურ და კლასიკურ ტანსაცმელს (პერანგები, შარვლები, სვიტრები, პულოვერები ჰალსტუხები).

მისამართი:

  1. თბილისი, ,, სითი მოლი საბურთალო“, ქავთარაძის №1;
  2.  თბილისი, ,,გალერია თბილისი“, რუსთაველის №2/4.

 

კალცედონია

 იტალიური ბრენდი “კალცედონია” დაარსდა 1986 წელს იტალიის ქალაქ ვერონაში და მსოფლიო მაშტაბით წარმოდგენილია 1800-ზე მეტი მაღაზიით. “კალცედონია” მომხმარებლებს სთავაზობს ქალის და ბავშვის წინდების, კოლგოტების და შარვლების, მამაკაცის წინდების მრავალფეროვან  არჩევანს,   ასევე ზაფხულის სეზონზე წარმოდგენილია საზღვაო პროდუქციით. კოლექციის განახლება ხდება წელიწადში სამჯერ და იქმნება მოდის ტენდენციების და ფერების მიხედვით.

კომპანია ,, ტევრი“   წარმოადგენს ბრენდ “კალცედონიას” ოფიციალურ ფრანჩაიზს საქართველოში. პირველი მაღაზია გაიხსნა სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლში” 2014 წელს. შემდგომი პერიოდის განმავლობაში გაიხსნა კიდევ  ხუთი მაღაზია.  ივნისის თვეში “კალცედონიას” მეშვიდე მაღაზიაც გამოჩნდა თბილისში.

 

მისამართი:

  1.   თბილისი, ჭავჭავაძის №42;
  2.  თბილისი, ,,სითი მოლი საბურთალო“, ქავთარაძის № 1;
  3. თბილისი, ,,სითი მოლი გლდანი“, ხიზაბავრის №1;
  4.  თბილისი, ,,ისთ ფოინთი“, თვალჭრელიძის №2;
  5. თბილისი, ,,თბილისი მოლი“, დ.აღამაშენებლის ხეივანი მე-16 კმ;
  6. თბილისი, ,,გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზ. №2/4;
  7. თბილისი, პეკინის გამზირი №5.