ვერონა

ავეჯის სახლი “ვერონა” ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან მოღვაწეობს და მომხმარებელს პრემიალური კლასის იტალიურ ავეჯს სთავაზობს. მასში წარმოდგენილია ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისაღები, საძინებელი და სამუშაო ოთახების ავეჯის კვალდაკვალ, “ვერონაში” წარმოდგენილია ექსტერიერისა და სამზარეულოს ავეჯიც. ყოველივე ამას ემატება სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც ასევე იტალიურია. “ვერონას” დიზაინერები ყოველწლიურად ესწრებიან მილანის ავეჯის კვირეულს, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ ყველა ის სიახლე, რომელიც მსოფლიო მოდის ცენტრშია პოპულარული. შედეგად, ავეჯის სახლი მოიცავს მრავალ იტალიურ ბრენდს, მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა “Le Comfort“, “Samoa“ “Divani“, “Bonaldo“, “Pianca“, “Catelan“, “Natisa“, “Diiorio“ და “Smeg“.

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-5 კმ, თბილისი

იტალიური შოურუმი ლაბორატორია

„იტალიური შოურუმი ლაბორატორია” 2002 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს სახლის სრულად მოწყობის იტალიურ სტილს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია იტალიური ავეჯის წამყვანი ბრენდების:  ”კოლომბინი კაზასა” და ”არანის” სადემონსტრაციო დარბაზები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს და მოაწყოს ინტერიერი იტალიური კონცეფციით. ”იტალიური შოურუმი ლაბორატორია” არის შესაძლებლობა, შეუკვეთოთ ინდივიდუალურ სურვილებზე მორგებული ავეჯი და შექმნათ ინტერიერი, რომელიც გამოხატავს თქვენი ცხოვრების სტილს. შოურუმი გთავაზობთ ყველა ტიპის ავეჯს სახლის, ოფისისა და სასტუმროს სრულად მოსაწყობად. შოურუმში მოსულ მომხმარებელს საშუალება ეძლევა დიზაინერებისა და პროფესიონალი პერსონალის დახმარებით ადგილზე შეარჩიოს სამზარეულოს სასურველი მოდელი, ავეჯის დიზაინი, ზომა, მასალა, მექანიზმი თუ ქსოვილი. გარდა ავეჯისა, ინტერიერში საბოლოო დეტალების შესატანად, ”იტალიური შოურუმი ლაბორატორია” მომხმარებელს სთავაზობს აქსესუარებს, დეკორს და განათებას.

 

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

მოტიფი

“მოტიფი” 1996 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მისი დამაარსებელია თათეშვილების ოჯახი. ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც წარმოადგინა იტალიური და სხვა წამყვანი საერთაშორისო ბრენდები საქართველოში. დღესდღეისობით, კომპანიის საქმიანობა მოიცავს მომსახურების სხვადასხვა სპექტს მათ შორის დიზაინის სტუდიას და შოურუმს, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ევროპული ბრენდების მოსაპირკეთებელი მასალები, ავეჯი, განათება და აქსესუარები.

ამ წლების განმავლობაში “მოტიფმა” განსაკუთრებული ადგილი დაიკავა დიზაინის სფეროში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერიერის კულტურის  განვითარებაში და ”დამზადებულია იტალიაში“ ტერმინისა და პროდუქციის პოპულარიზაციაში. ის უკვე მრავალი წელია ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელია ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა: ”B&B” ”Italia Maxalto”, ”Giorgetti”, ”Driade”, ”Mutina Ceramic”, ”CC-tapis”, ”Barovier & Toso”, ”Flos”, ”Bosa”, ”Bticino”, ”Fantini”, ”Flou”, ”Oikos”, ”Agape”, ”Boffi”, ”Zanotta”, ”Emmemobili”,” Alessi”, ”Bulthaup”, ”Bang & Olufsen”, ”Moooi” და სხვა.

ამჟამად კომპანიას ოჯახის მეორე თაობა უდგას სათავეში. დები მაკა და თამარა თათეშვილები ხელმძღვანელობენ მოტიფის დიზაინის სტუდიას და აქტიურად მუშაობენ  კომპანიის შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად. 2018 წელს კომპანია გაფართოვდა და მეორე შოურუმი გახსნა.

 მისამართი:  

  1. თბილისი, ბუდაპეშტის ქუჩა №7
  2. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი  №50.

ოპერა დიზაინი

 “ოპერა დიზაინი“ 2006 წელს დაარსდა, რის შემდეგაც ის ცნობილი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. „ოპერა დიზაინი“ მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიო მასშტაბის ბრენდების ავეჯს, განათებას და სხვადასხვა ინტერიერის აქსესუარებს. აქ შეხვდებით ისეთ ბრენდებს როგორიცაა “Cassina”, “Ivano”,  “Redaelli”,  “Foscarini”, “Cappellini” და სხვა. მისი შოურუმი მდებარეობს  თბილისში.

მისამართი:  თბილისი, დ.უზნაძის N4.

 

ლინეა იტალია

“ლინეა იტალია”  დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს იტალიის საუკეთესო ბრენდებს. INDEX-ის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა: ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები, დეკორი უახლესი დიზაინ-კოლექციებიდან. “ლინეა იტალია” მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე სტილის  სრულ  საცხოვრებელ კონცეფციას, უკანასკნელი ტენდენციების და ტრენდების გათვალისწინებით. მისი ბრენდებია: Stosa, Catelan Italia,  Fap Ceramice, Oluce, Arturo Alvarez, Galassia, Giulini, Ridea, Fantini Rubinetti, Fimes, Sil Ceramice.

მისამართი: თბილისი  გაგარინის ქ.№18

კოინკაზა

“კოინკაზა” – იტალიური ბრენდია 55 წლიანი ისტორიით, რომლის  პროდუქცია შექმნილია ფერებისა და ოთახების დანიშნულების შესაბამისად: სამზარეულო, სასადილო, მისაღები, საძინებელი და სააბაზანო ოთახები. უმაღლესი ხარისხის მასალები, დახვეწილი დეტალები და ფერთა ორიგინალური შეხამება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის  თანამედროვე ელეგანტურობას, რაც სახლის საკუთარი, უნიკალური სტილით მოწყობის შესაძლებლობას იძლევა. “კოინკაზას” პირველი მაღაზია თბილისში გაიხსნა 2011 წელს, მეორე მაღაზია კი  – 2013 წელს.

მისამართი:

1. თბილისიალ. ყაზბეგის №24 – სავაჭრო ცენტრი „აქსისი“;

2. თბილისი, რუსთაველის№42 – სავაჭრო გალერეა „მერანი“.

ალესი (ოფიციალური დილერი: ბელუქს პლიუსი)

1921 წლიდან იტალიურე ბრენდი” Alessi” აწარმოებს საოჯახო ნივთებს და სხვა სახლის მოწყობილობებს, რომელიც შექმნილია ცნობილი დიზაინერების მიერ. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ასევე ელექტრო მოწყობილობებს. “ალესის” ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -“ბელუქს პლიუსი”.

მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანის №77