“Made in Italy” საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე

29 ნოემბერი, 2018

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) ორგანიზებით საქველმოქმედო საახალწლო-საშობაო გამოფენა-გაყიდვა წელს 1 დეკემბერს სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება (10.00-18.00). უკვე ტრადიციული ღონისძიების მიზანია გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა მოახმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, ასევე ქალებსა და მოხუცებს. ღონისძიებაში სხვადასხვა დარგის კომპანიებთან და ორგანიზაციებთან ერთად  ჩართულია ოცდაათამდე საელჩო და საერთაშორისო მისია.

იტალიურ კუთხეებში  შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა “Made in Italy” – იტალიური საახალწლო თუ საშობაო საჩუქრები;  ასევე  დააგემოვნოთ გამორჩეული იტალიური გემო.

 

 

 

“მამმა მია” იტალიური რესტორანი თბილისში

25 ნოემბერი, 2018

“მამმა მია” ასე ქვია იტალიურ რესტორანს, რომელიც იტალიური სამზარეულოს კვირეულის ბოლო დღეს-25 ნოემბერს გაიხსნა. რესტორანი თბილისის ცენტრში, ზემელის #24-ში მდებარეობს და გამორჩეულად გემრიელი იტალიური კერძების გარდა, იტალიურ გარემოს გთავაზობთ. ესაა  იტალიური “ტრატორიის” ტიპის რესტორანი, მყუდრო გარემოთი და  იტალიური გრაფიკით  –  სადილის შეკვეთა      12.00 სთ.-დან 16.00 სთ.- მდე შეგეძლებათ, ხოლო  ვახშამის – 19.00სთ.-დან-24.00სთ.მდე.

აქ თავს  მართლაც იტალიის  “ტრატორიაში” იგრძნობთ.

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული საქართველოში – გალა საღამო

24 ნოემბერი, 2018

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით  22 ნოემბერს იტალიის საელჩოს ორგანიზებით ნამდვილი იტალიური გემოს დასაგემოვნებლად “რესპუბლიკაში” იტალიური საღამო გაიმართა.  სტუმრებმა საქართველოში  გალა საღამოსთვის საგანგებოდ მოწვეული  შეფ-მზარეულების მარკო კოლეონის და  უმბერტო კავინას მიერ მომზადებული გამორჩეული იტალიური გემო დააგემოვნეს: დამარილებული ორაგული ხიზილალით, რიზოტო მილანურად, პასტა ფუზილონე კრევეტების სოუსით და ნახევრად კარამელიზირებული ჩერი პომიდვრით, ძროხის სუკი ბალზამიკოთი,  ბოსტნეულის რატატუი და ბოლოს- პან დი პარმას ტირამისუ. ვახშამს ცნობილი იტალიური კომპანიის Frescobaldi-ის ღვინო კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.

საღამო მხოლოდ კულინარიული დატვირთვის არ ყოფილა-იგი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რადგან აქ “გამორჩეული იტალიური გემოს” გარდა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სხვა “იტალიურიც”  ენახათ: იტალიური მოდის კონფედერაციის CNA Federmoda-ს ორგანიზებით “Rossorame” დიზაინერების-ბრუნო სიმეონესა და დანიელე დელ ჯენიოს მოდის ბოლო ტრენდები, ხელით შექმნილი, ინდივიდუალურ ზომებზე მორგებული ფეხსაცმლის დიდი ოსტატის-ვლადი რიგატოს გამორჩეული ხარისხის  მამაკაცის ფეხსაცმელები და სუნამოების შექმნის დიდი ოსტატის – სილენო კელონის  ესენციების საიდუმლოებები.

 

“იტალიის 5 გრძნობა” სოლო ლაუნჯში ჭავჭავაძე

22 ნოემბერი, 2018

იტალიის საელჩოს, იტალიის სავაჭრო წარმომადგენლობის (ITA)   და სოლოს  ორგანიზებით 21 ნოემბერს სოლო ლაუნჯმა ჭავჭავაძე   საღამოს  ”იტალიის ხუთ გრძნობა” უმასპინძლა.  ეს იყო მოგზაურობა იტალიის ”ხუთ გრძნობაში”, სადაც სტუმრებმა ნახეს თუ როგორ ქმნიან იტალიაში ხელით და კიდევ ერთხელ შეიგრძნეს ნამდვილი იტალიური გემო.

სოლო ლაუნჯის სასიამოვნო გარემოში ერთმანეთს შეერწყა რამდენიმე ”იტალიური”:  სურნელი, გემო, არომატი, ფორმები და ფერები:

  • ფეხსაცმლის დიდი ოსტატის, ვლადი რიგატოს ინდივიდულურად მორგებული ფეხსაცმლის ხელით შექმნის ხელოვნება;
  • მეორე დიდი ოსტატის, სუნამოების შემქმნელის – სილენო კელონის ესენციების საიდუმლო;
  • RossoRame-” დიზაინერების  ბრუნო სიმეონესა და დანიელე დელ ჯენიოს მოდის ბოლო ტრენდები;
  • ნამდვილი ხიზილალის, იტალიური ”Calvisano-ს”-„შავი ოქროს“ დაუვიწყარი გემო და
  • ”Frescobaldi-ს”, ერთ-ერთი უძველესი იტალიური ღვინის  გამორჩეული გემო.

განახლებული “პომოდორისიმო” გაიხსნა

20 ნოემბერი, 2018

იტალიური სამზარეულოს მესამე მსოფლიო კვირეულის პირველ დღეს-19 ნოემბერს  ”პომოდორისიმოს” განახლებული რესტორანი ჭავჭავაძის №33ა-ში ოფიციალურად გაიხსნა.  პიცერია და სტეიკის სახლი ”პომოდორისიმო” 2012 წლიდან მომხმარებლებს  იტალიურ სამზარეულოს სთავაზობდა  ნეაპოლიტანურ გარემოში. 2018 წლიდან კი ”პომოდორისიმოს” ბრენდი განახლებული კონცეფციით ფუნქციონირებს:  სავაჭრო  ცენტრის- ”მერანის” ლოკაციაზე წარმოდგენილია კვლავ პიცერია და სტეიკის სახლი, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე N33-ის ლოკაციაზე მაღალი კლასის იტალიური რესტორანი უკვე განახლებული ფორმატით გელოდებათ.

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული III – 2018

18 ნოემბერი, 2018

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული წელს  მესამედ იმართება და მოიცავს 19-25 ნოემბრის პერიოდს. კვირეულის  მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და აგრო-სასურსათო პროდუქციის უცხოეთში პოპულარიზაციას და უკეთ წარმოაჩინოს “Made in Italy-ს”, როგორც  სავაჭრო ნიშნის და იტალიური კერძებისა და კვების პროდუქტების განმასხვავებელი მახასიათებლები:  გემო, ხარისხი, იდენტობა,  ბიომრავალფეროვნება და სხვა.

თბილისში კვირეულთან დაკავშირებით მთელ რიგ ღონისძიებებთან   ერთად მიმდინარეობს კამპანია: “იტალიური გემო გამორჩეულია”, რომელიც “იტალიური გემოს” უკეთ წარმოჩინებას გულისხმობს. რესტორნების და სხვა კვების ობიექტების, სუპერმარკეტების და სასურსათო მაღაზიების ჩართულობით და მათი მხრიდან წამახალისებელი აქციების შეთავაზებით,  მომხმარებლებს  შესაძლებლობა აქვთ  კიდევ ერთხელ დააგემოვნონ და უკეთ გაეცნონ იტალიურ გემოს.

“დოლჩი დი პარადისო” – თბილისში იტალიური სანაყინე, საკონდიტრო და კაფეტერია გაიხსნა

1 ივლისი, 2018

30 ივნისს ჭავჭავაძის გამზირზე #40-ში იტალიური სანაყინე , საკონდიტრო  და კაფეტერია “დოლჩი დი პარადისო“ გაიხსნა.

ქართულ ბაზარზე იტალიური სანაყინე და საკონდიტრო Visibilio Gelato შემოვიდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნებული ახალგაზრდა იტალიური კომპანიაა, ათწლიანი გამოცდილებით და  არაფაბრიკული ნაყინის წარმოებით: ნაყინი მზადდება ტრადიციული საამქროს გარეშე; მისი წარმოება ხდება კლიენტის თვალწინ.

სანაყინის, საკონდიტროსა და კაფეტერიას “დოლჩი დი პარადისოს” გახსნაზე მისულმა მრავალრიცხოვანმა სტუმარმა   სხვადასხვა გემოს  მრავალფეროვანი უგემრიელესი იტალიური ნაყინი და ტკბილეული დააგემოვნა. შეთავაზებული იტალიური ლიმონჩელო კი კიდევ ერთხელ აგრძნობინებდა სტუმრებს  იტალიურ გარემოს და იტალიური გემოს გამორჩეულობას.

მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლა თბილისში

26 ივნისი, 2018

ევროპული გრანდი საქართველოში ტალანტებს არჩევს- 25 ივნისს თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე, საფეხბურთო კომპლექსში მილანის “ინტერის” საზაფხულო სკოლა გაიხსნა.

იტალიური გრანდის კემპი 25 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება და  მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 ბავშვი მონაწილეობს.

 

გაიგე მეტი

 

“Spellbound Contemporary Ballet” თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე

26 ივნისი, 2018

იტალიური საბალეტო დასი  “Spellbound Contemporary Ballet” თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს ეწვია.

23  და 24 ივნისს დასმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თანამედროვე იტალიური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურის-მაურო ასტოლფის მიერ დადგმულ ორი საბალეტო წარმოდგენა: “Formami” და “Rossini Ouvertures” წარმოადგინა, რომელიც ჯოაკინო როსინის მიეძღვნა.  ცნობილ იტალიელ კომპოზიტორს  გარდაცვალების 150 წელი სწორედ წელს უსრულდება.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი 2017 წელს დაფუძვნდა და წელს მეორედ ტარდება.

გაიგე მეტი

იტალიური კერძების ფესტივალი “შატო ყვარელში”

24 ივნისი, 2018

23 ივნისს ყვარელში, სასტუმრო „შატო ყვარელში“ იტალიური კერძების ფესტივალი გაიმართა, სადაც მსურველებმა იტალიურად მოწყობილ გარემოში იტალიური  სუპი, პიცა, პასტა და დესერტი დააგემოვნეს.