სუპერმარკეტ “ჯორჯიტაში” უგლუტენო პროდუქტების დეგუსტაცია გაიმართა

19 ივნისი, 2018

16 ივნისს, “ჯორჯიტას” საბურთალოს ფილიალში Dr. Schär-ის უგლუტენო პროდუქტების დეგუსტაცია გაიმართა.

Dr. Schär-მა ჯანსაღ კვებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 1922 წლიდან დაიწყო. აქცენტი ბავშვის კვებაზე კეთდებოდა. სწორედ ამიტომ  კომპანიამ მალე  უგლუტენო პროდუქტების  წარმოებაც დაიწყო და ამ მიმართულებით მსოფლიო ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.

გლუტენი, იგივე წებოვანა, არის მცენარეული ცილა. მას სხვადასხვა მარცვლეულის ქერქში ვხვდებით და მისი დიდი ოდენობით მიღება კუჭ-ნაწლავში ანთებით პროცესებს იწვევს, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმს ვნებს. გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (ცელიაკია) აღმოცენებას.

იტალიური კომპანია Dr. Schär თავის საქმიანობას დღემდე წარმატებით აგრძელებს. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ჯანსაღ კვებაზე მისი 10-ზე მეტი ფილიალი ზრუნავს.

“ჯორჯიტაც” ზრუნავს თქვენ ჯანმრთელობაზე და გთავაზობთ იტალიური კომპანია Dr. Schär-ის უგლუტენო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს.

“აგროჰაბში” “იტალიური ივნისი” დაიწყო

18 ივნისი, 2018

“აგროჰაბი” 16 ივნისს “იტალიურ ივნისს” შეუერთდა: პროექტის ფარგლებში ივნისის ბოლომდე “აგროჰაბში” იტალიური პროდუქტები 10%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. “აგროჰაბი” პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტია საქართველოში, სადაც 200 სახეობაზე მეტი იტალიური პროდუქტის შეძენაა შესაძლო, მათ შორის ისეთი ცნობილი სავაჭრო მარკების როგორიცაა “Italpizza”, “Galbani”, “La Molisana” და სხვა. სპეციალურად მოწყობილ იტალიურ კუთხეებსა და განყოფილებებში მომხმარებელს ადვილად შეეძლება ნახოს ყველა ის იტალიური პროდუქტი, რომელსაც მას “აგროჰაბი” თავაზობს.

“იტალიური ივნისი” აგროჰაბში კულინალური მასტერკლასით გაიხსნა, სადაც იტალიელმა შეფმა-ენცო ნერიმ იტალიური პასტები: კარბონარა, ამატრიჩიანა და პენე-რიგატე დააგემოვნებინა დამსწრეებს.

იტალიის ეროვნული დღე

5 ივნისი, 2018

იტალიის საელჩომ საქართველოში წელს იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 4 ივნისს აღნიშნა და საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ მრავალიცხოვან სტუმრებს  “იტალიური ცხოვრების სტილი” გაუზიარა.

“Silk Factory Studio”-ს შთამბეჭდავ სივრცეში წარმოდგენილი იყო იტალიური კრეატიულობის ნამდვილი კალეიდოსკოპი: იტალიური მოდის უახლესი ტენდენციები CNAFedermoda-სთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მოდის ჩვენებაზე და იტალიური დიზაინის კონცეფციები გამოფენაზე “Italianism”; იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას მიერ გადაღებული მეცხრამეტე საუკუნის საქართველო და ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის, მაქს კარდელის დღევანდელი პეიზაჟებისა და ადამიანთა სახეების ფოტოექსპოზიცია; გასტრონომიასთან დაკავშირებული იტალიური ხელოვნების შედევრების ნამდვილი ფოტოგალერეა და კონკურსში „იტალიური არქიტექტურის ახალგაზრდა ტალანტები” გამარჯვებული პროექტების ფოტოგამოფენა.

ღონისძიებაზე  ოფიციალურად განცხადდა  პროექტ  “იტალიური ივნისის” შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს “Made in Italy-ს” ცნობადობის გაძლიერებას საქართველოს რეალობაში.  წვეულების ბოლოს  გაიმართა ავიაკომპანიების “Georgian Airways”-სა e “Wizz Air“-ს მიერ შეთავაზებული ბოლონიის, რომისა და მილანის ავიარეისების ბილეთების გათამაშება.

“იტალიური ივნისი” იწყება

4 ივნისი, 2018

2018 წლის 4 ივნისს სასტუმრო „იოტაში“ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც იტალიის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გახსნა.

პრესკონფერენციაზე იტალიის საელჩომ და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო  ITA-მ (ICE)  წარმოადგინეს პროექტი  “იტალიური ივნისი”.  პროექტი მიზნად ისახავს “Made in Italy”, როგორც ბრენდის ცნობადობის გაძლიერებას და მის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა სამომხმარებლო სექტორის სავაჭრო მარკებისა და პროდუქტების პოპულარიზაციას. “იტალიური ივნისი” იწყება 40-ზე მეტი მაღაზიის/კომპანიის თანამონაწილეობით: ივნისის თვის გარკვეულ პერიოდში ისინი მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებსა და აქციებს შეთავაზებენ.

პროექტში ჩართული მხარეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლოა „იტალიურ ივნისისის“ შექმნის საიტზე:www.italiuriivnisi.ge, აქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე დაიდება ფეისბუქის გვერდზე: madeinitalygeorgia.

“Made in Italy” – ორი ახალი სავაჭრო წერტილით თბილისში

                                                                                 

2 ივნისი, 2018

2018 წ. 1 ივნისს “ინტიმისიმის” და “კალცედონიას”  ქსელებს თითო მაღაზია შეემატა თბილისში, პეკინის ქ. №5-ში.

“ინტიმისიმი” – ქალისა და მამაკაცის შიდა თეთრეული, დამატებით ხაზად-ქალის ტანსაცმელი საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და უკვე ოთხი  მაღაზიითაა   წარმოდგენილი.

“კალცედონია” – ქალის და ბავშვის წინდების, კოლგოტების და შარვლების, მამაკაცის წინდების,  საცურაო კოსტუმებისა და სხვა საზღვაო პროდუქციის ფართო არჩევანით  ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა და უკვე შვიდი მაღაზიითაა წარმოდგენილი.

დიდი იტალიური ხელოვნება ისევ თბილისშია

1 ივნისი, 2018

დიდი იტალიური ხელოვნება ისევ თბილისშია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად. გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, სხვადასხვა ინსტიტუციისა და პროგრამა Check In Georgia-ს მხარდაჭერით. ბოტიჩელის, კარავაჯოსა და მიქელანჯელოს შემდეგ, ამჯერად თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშევარს იხილავთ.

აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე – ოთხი ახალი გამოფენა, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გაიმართება, ქართველი მნახველისა და დედაქალაქის სტუმრების ყურადღებას მიიპყრობს. გამოფენები გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11).

„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით” (15.05.2018 – 05.08.2018) – ნამუშევარი “ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ იტალიის საელჩოს ვებგვერდს.