Cruciani C Georgia

2011 წლის აგვისტოში სამყარომ გაიცნო “Cruciani C-ის” ოთხი ფოთლის სამაჯური, უსასრულო რიგები, 60-დღიანი ხალხმრავლობა ფორტე დეი მარმის “Cruciani C” ბუტიკში, იმისთვის, რომ მიეღოთ სასურველი სამაჯური სხვადასხვა ფერში. ოთხყურა სამაჯურის იდეა ეკუთვნის ლუკა კაპრაის. ნაქსოვი სამაჯურები იწარმოება მაკრამეს მაქმანებისგან, რომელიც მზადდება Arnaldo Caprai Gruppo Tessile-ში, მაშასადამე, დამზადებულია 100% იტალიაში, არის წყალგაუმტარი და არ კარგავს თავდაპირველ ფორმას. ეს ბუმი სწრაფად გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

დღეს, იტალიური ბრენდი “Cruciani C” წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ევროპა,  ამერიკა, იაპონია,რუსეთი,ცბრაზილია) და უკვე საქართველოში. “Cruciani C Georgia” არის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც წარმოგიდენთ სამაჯურების მრავალფეროვან კოლექციებს ( კოლექცია (უნისექსი), სვაროვსკის კოლექცია, ვერცხლის კოლექცია, საბავშვო კოლექცია).

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ, სავაჭრო ცენტრი “თბილისი მოლი”, I სართული.

 ვებ-გვერდი : www.crucianic.com

დელფოსი

“დელფოსი” წარმოადგენს მულტირენდულ საიუველირო გალერეათა ქსელს, რომელიც 2008 წელს დაარსდა საქართველოში კომპანია “Delfos Group”ის მიერ. ამჟამად  იგი თბილისსა და ბათუმში 11 ფილიალის სახითაა წარმოდგენილი.  „დელფოსი“ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. აქ თქვენ შეხვდებით ისეთ იტალიურ ბრენდებს, როგორიცაა „Amore&baci“, “Roberto Bravo“, “Gioielli“, “Corte Murrina“, “Murina glass“, “M.a.c silver“ “Assos“ .

მისამართი:

  1. პეკინის ქ. №19, თბილისი (სათაო ოფისი და მაღაზია)
  2. პეკინის ქ. №9, თბილისი;
  3. “გალერია თბილისი”, რუსთაველის გამზ. №2, თბილისი;
  4. “პიქსელი“, ჭავჭავაძის გამზ. №34, თბილისი;
  5. “სითი მოლი“, ქავთარაძის ქ. №1, თბილისი;
  6. “თბილისი მოლი“, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ, თბილისი;
  7. “გლდანი მოლი“, ხიზანიშვილის ქ. (მეტრო ახმეტელის ამოსასვლელი), თბილისი;
  8. “ისთ პოინთი“, თვალჭრელიძის ქ. №2, თბილისი;
  9. “ბათუმი მოლი“, გორგილაძის ქ. №88, ბათუმი;
  10. “ბათუმი ბლექ სი მოლი“, ბათუმი;
  11. “მეტრო სითი“, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. №1, ბათუმი.

ვებ-საიტი: www.delfosgroup.ge

რობერტო ბრავო

“რობერტო ბრავო” სამკაულების და აქსესუარების ცნობილი იტალიური ბრენდია, რენესანსული სულისკვეთებით დამზადებული დიზაინით. ბრენდი უკვე ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია მოდური ოქროს სამკაულების წარმოების ინდუსტრიაში;  “რობერტო ბრავო” 1948 წელს დაარსდა და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია აოცებს მსოფლიოს თვალისმომჭრელი სამკაულებით. საქართველოში ბრენდი უკვე 12 წელია ოპერირებს.

მისამართი:

  1. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №24, აქსისის სავაჭრო ცენტრი;
  2. თბილისი, რუსთაველის გამზირი №2/4, მეორე სართული, გალერეა თბილისი.

 

ვებ გვერდი: www.robertobravo.com

ართთაიმი

კომპანია „ართთაიმი“  დაარსდა 1999 წელს თბილისში. მისი ძირითადი მიმართულებაა ცნობილი შვეიცარიული ბრენდების  საათებისა და საიუველირო ნაკეთობების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოში. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ექსკლუზიური, პრესტიჟული და დახვეწილი დიზანიდის პროდუქცია, რომელიც შეესაბამება კლასიკურ და თანამედროვე ტენდენციებს. ბაზარზე გატარებული წლების შედეგად „ართთაიმმა” მოიპოვა როგორც მომხმარებლების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ნდობა. „ართთაიმი“ არის ისეთი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. როგორიცაა: Balmain, Calvin Klein, Doxa, Flik-Flak, Frederique Constant, Gaga Milano, Longines, Maurice Lacroix, Montegrappa, Rado, Raymond Weil, Swatch, TAG Heuer, Tissot, Tsikolia, Versace, Versus Versace და Victorinox-ი. „ართთაიმის“ მაღაზიებში საათებთან ერთად ასევე წარმოდგენილია შემდეგი ბრენდების ოქროს სამკაულები: Breil Milano, Novarese & Sannazzaro და Vianna Brazil. „ართთაიმის” ქსელი დღეისათვის მოიცავს რვა  მაღაზიას, აქედან შვიდი თბილისში მდებარეობს, ხოლო ერთი- ბათუმში.

 

მისამართი:

  1. თბილისი, პუშკინის ქ. № 1-3;
  2. თბილისი: რუსთაველის გამზ. №2/4 სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი”;
  3. თბილისი, კოსტავას ქ. №63 მაღაზია “Arttime”;
  4. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ., სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“;
  5. თბილისი, თვალჭრელიძის ქ. №2 სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“;
  6. ბათუმი, კ.გამსახურდიას  №24.

 ვებ.გვერდი : www.arttime.ge

რონიკო

 „რონიკო“ საქართველოს ოპტიკურ ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ლიდერს  საქართველოსა და კავკასიის რეგიონში წარმატებული მოღვაწეობის 23-წლიანი ისტორიით. “რონიკო” 1995 წელს დაარსდა და დღესდღეობით აერთიანებს 21 ოპტიკურ სალონს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

„რონიკო“ დღესდღეობით 60-მდე საერთაშორისო ბრენდის სათვალეების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და მომხმარებლებს თავაზობს ისეთ მსოფლიო ბრენდების  ფართო არჩევანს, როგორებიცაა:  Giorgio Armani, Dolce&Gabbana, Prada, Versace, Bvlgari, Persol, Ray-Ban, Chopard, Miu Miu, Ermenegildo Zegna,  Emporio Armani, Balenciaga, Dsquared, Tod’s, Dunhill,  Trussardi, Furla, Vogue, Roberto Cavalli, Oakley, Alain Mikli, Linda Farrow, Emilio Pucci და ბევრი სხვა. „რონიკო“ აერთიანებს ოპტიკური პროდუქციის სრულ სპექტრს, რომელშიც შედის: მზის სათვალეები, ოპტიკური ჩარჩოები, სასათვალე ლინზები (Essilor, Hoya), კონტაქტური ლინზები (Alcon, Cooper Vision and Johnson & Johnson) და აქსესუარები.

მისამართი:

თბილისი               

  1. რუსთაველის გამზ. №19;
  2. რუსთაველის გამზ.№ 36;
  3. ჭავჭავაძის გამზ.№ 50;
  4. ჭავჭავაძის გამზ.№ 16;
  5. პეკინის გამზ. №25;
  6. პეკინის გამზ. №13;
  7. ვაჟა-ფშაველას გამზ. №20;
  8. 8 ყაზბეგის გამზ. №26;
  9. ყაზბეგის გამზ. №14ბ;
  10. აღმაშენებლის გამზ.№ 107;
  11. თამარ მეფის გამზ.№ 14;
  12. წერეთლის გამზ. №110;
  13. ს/ც გალერეა თბილისი,  1-ელი სართ. რუსთაველის გამზ. №2/4;
  14. ს/ც გალერეა თბილისი,  მე-3 სართ. რუსთაველის გამზ. №2/4;
  15. ს/ც თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი, მე16 კმ.;
  16. ს/ც ისთ ფოინთი, ალ. თვალჭრელიძის ქ. №2;
  17. ს/ც სითი მოლი გლდანი, ხიზაბავრის ქ. №1;
  18. ს/ც თბილისი ცენტრალი, ვაგზლის მოედანი№ 2’

ბათუმი

  1. გამსახურდიას ქ. №41;
  2. ს/ც მეტრო სითი, ლეჰ და მარია კაჩინსკების ქ. 1.

ქუთაისი

  1. წმინდა ნინოს ქ.№ 1.

 

ვებ გვერდი: www.roniko.ge

პონტე ვეკიო

საიუველირო გალერეა-ბუტიკი “პონტე ვეკიო”  2015 წელს გაიხსნა; მაღაზიის სახელწოდება უკავშირდება ფლორენციის თვალსაჩინო სიმბოლოს-ისტორიულ ამავე სახელწოდების ხიდს, რომელზეც საუკუნეების მანძილზე ვაჭრობენ ძვირფასი სამკაულებით.
გალერეაში წარმოდგენილია ძირითადად იტალიური, კერძოდ ფლორენციული საიუველერიო სკოლის სისადავით, დახვეწილობითა და მშვენიერებით გამორჩეული ძვირფასი ნაკეთობები, რომლითაც ისინი განსხვავდება სხვა  ევროპული საიუველერიო სკოლებისაგან; ნაკეთობებში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის ოქრო და ძვირფასი თვლები.

 

მისამართი: თბილისი, აბაშიძის ქ.№46.

ვებ გვერდი: www.pontevecchio.ge

 

კენარი

ოპტიკური კომპანია „კენარი“ 2004 წელს დაარსდა და დღესდღეობით 11 ოპტიკურ სალონს მოიცავს თბილისსა და ბათუმში. 14 წლიანი წარმატების შედეგად, „კენარი“  ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და  ასოცირდება მაღალ ხარისხთან, კარგ სერვისსა და დახვეწილ გემოვნებასთან. „კენარი“ 40-ზე მეტ მსოფლიო ბრენდთან ერთად ექსკლუზიურად წარმოადგენს ფრანგული ბრენდის „Essilor“-ის ფირმის სათვალის ლინზებს და ამერიკული კომპანია „Alcon“-ის კონტაქტურ ლინზებსა და მათი მოვლის საშუალებებს. მისი იტალიური ბრენდები მოიცავს ისეთ ცნობილ სავაჭრო მარკებს, როგორიცაა Gucci, Bottega Veneta, Pomellato, Bolon, Salvatore Ferragamo, Fendi.

 

მისამართი:

  1.  თბილისი, აღმაშენებლის  გამზირი 146;
  2.  თბილისი, რუსთაველის  გამზირი 37;
  3. თბილისი, რუსთაველის გამზირი 44;
  4. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 24;
  5. თბილისი, პეკინის გამზირი 18, თბილისი;
  6. თბილისი, თამარ მეფის გამზირი 22;
  7. თბილისი, სავაჭრო ცენტრი ”თბილისი მოლი”;
  8. თბილისი, სავაჭრო ცენტრი ”გლდანი მოლი”;
  9.  თბილისი, სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთი”;
  10. თბილისი, სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი”;
  11.  ბათუმი, კ. გამსახურდიას 20.

 

ბაკარა ჯუელრი

”ბაკარა ჯუელრი” წარმოადგენს მულტიბრენდული მაღაზიების ქსელს, ქართულ ბაზარზე ოპერირებს  2016 წლიდან. იგი  მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილ ბრენდულ ბიჟუტერიას და აქსესუარებს. მისი იტალიური ბრენდებია BYSIMON  და Comero Group.

მისამართი:

თბილისი

  1. “გალერია თბილისი”, რუსთაველის გამზ. №2/4;
  2. “სითი მოლი საბურთალო”, ქავთარაძის ქ. №1;
  3. “სითი მოლი გლდანი”, ხიზაბავრის ქ. №1;
  4. ჰიპერმარკეტი “გუდვილი”, ფარნავაზ მეფის გამზ. №1;
  5. “თბილისი მოლი”, აღმაშენებლის ხეივანის 16-ე კილომეტრი;
  6. “ისთ პოინტი”, კარფურის დერეფანში, თვალჭრელიძის ქ. №2.

ბათუმი

7. “ბათუმი მოლი”, ზ. გორგილაძის 88, 2-ე სართული;

8.”ბლექ სი მოლი”, კარფურის დერეფანში, ტ. აბუსერიძის 22.