მეგატექნიკა

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „მეგატექნიკა“ 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. იგი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ცნობილ იტალიურ ბრენდებს “Hoover”  (კომპანია: Candy Group Hoover) და “SanGiorgio”. “Hoover” ტექნიკის 100 წლის ისტორიის მქონე იტალიური ბრენდია, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური ტექნიკით, საუცხოო, თანამედროვე დიზაინითა და გამორჩეული ხარისხით. ამ ბრენდის ტექნიკა მრავალი წლის მანძილზე კომფორტულად მოგემსახურებათ.  „მეგატექნიკაში“ „Hoover“ წარმოდგენილია პროდუქციის ფართო ასორტიმენტით:  სარეცხი და საშრობი მანქანები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, მტვერსასრუტები, მანქანის მტვერსასრუტი, იატაკის ორთქლით საწმენდები, უთოები, ორთქლის უთო-გენერატორები, სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკა  და ჩასაშენებელი მიკროტალღურები.

“SanGiorgio” იტალიური სარეცხი მანქანების წამყვანი მწარმოებელია და 40 წელზე მეტია დახვეწილი დიზაინის და ხარისხის პროდუქციას სთავაზობს მსოფლიოს.

მისამართი:

  1. თბილისი, ალ.ყაზბეგის №70, ქავთარაძის  გუდვილის წინ;
  2. თბილისი, სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთი”,  თვალჭრელიძის № 2;
  3. თბილისი, სავაჭრო ცენტრი, თბილისი ცენტრალი – III სართული, ვაგზლის მოედანი №2;
  4. თბილისი, სავაჭრო ცენტრი “მეგალაინი,”  აგლაძის № 15, პავილიონი № 68;
  5. თბილისი, დიდუბე-წერეთლის№ 140;
  6. თბილისი, გლდანი-ხიზანიშვილის ქ, მე-5-ე და მე-6-ე მ.რ.-ებს შორის, გლდანის პარკთან;
  7. რუსთავი, შარტავას № 19;
  8. ქუთაისი, რუსთაველის№ 99;
  9. ქუთაისი,ჭავჭავაძის№ 42;
  10. ბათუმი, გორგილაძის № 91.

Colorificio Venezino Georgia

კომპანია “Colorificio Veneziano” დაარსდა 1970 წელს იტალიის ქალაქ ვენეციაში და მას შემდეგ ფუნქციონირებას აგრძელებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე იტალიური საღებავების მწარმოებელი მთელ ევროპაში. “Colorificio Veneziano-ს” პროდუქცია გამოირჩევა ნესტგამძლეობით, არის ჰიპოალერგიული, მაქსიმალურად მორგებულია გარემოპირობებს და არის 100% ეკოლოგიურად სუფთა. საღებავი უცვლელი რჩება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

“Colorificio Venezino Georgia-ს”,  კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში აქვს წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის საღებავი, რომლებიც ქმნის ხის, რკინის და ქვის (მარმარილო, ტრავენტინი) ეფექტს.  გამოიყენება როგორც კედლების, ასევე ჭერის და იატაკის მოსაპირკეთებლად (როგორც სააბაზანო, საშხაპის ასევე აუზის). საღებავებით შესაძლებელია 3D ეფექტის შექმნა კედელზე. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი სასურველი სურათის, ნახატის თუ წარწერის დატანა შენობა-ნაგებობაზე.

მისამართი:  მცხეთა, კარსანი №1.

ფრანკე

“ფრანკეს” ისტორია იწყება 1911 წელს, ჯგუფში შედის 66 შვილობილი კომპანია 9000 თანამშრომლით 40 ქვეყანაში. “ფრანკე” არის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც აწარმოებს ტექნიკას შემდეგი სექტორებისთვის: სამზარეულო, სააბაზანო, პროფესიონალური ჰორეკა, ყავა. იგი აერთიანებს ხუთ მიმართულებას:

  • ფრანკეს სამზარეულო სისტემა – საცხობი და საჭმლის მოსამზადებელი ტექნიკა, მათ შორის: ნიჟარები, შემრევები, სამუშაო ზედაპირები, გამწოვები, ღუმელები, ქურები;
  • ფაბერი – ექსპერტი გამწოვების და სამზარეულო ტექნოლოგიებში;
  • ფრანკეს კვების სისტემა – ჰორეკას ტიპის სამზარეულო აღჭურვილობა;
  • ფრანკე წყლის სისტემა – მოიცავს პროდუქციას, როგორც კერძო ასევე სახალხო სააბაზანო სექტორისთვის, მათ შორის, შემრევები, ნიჟარები, შხაპები, აქსესუარები, წყლის მართვის სისტემები;
  • ფრანკეს ყავის სისტემა – ყავის აპარატები ფართო სპექტრი, მათ შორის სუპერავტომატური და ტრადიციული;

საქართველოში “ფრანკე” საყოფაცხოვრებო სამზარეულო ტექნიკის სექტორში წარმოდგენილია 2004 წლიდან

შპს ”ფრანკე კავკასუსის” სახით. კომპანიის ბრენდებია: “ფრანკე”, “ლა სპაციალე”, “კაფიტალი” და “ნივონა”.

მისამართი:  თბილისი 0119 წერეთლის გამზ.№ 116

 

ტესუტი

კომპანია “ტესუტი” დაარსდა 2005 წელს და ეწევა იტალიიდან ქსოვილების იმპორტს და რეალიზაციას. “ტესუტი“ მომხმარებელს თავააზობს იტალიური ქსოვილების ფართო არჩევანს და ისეთ ბრენდებს, როგორიცაა ARMANI, DOLCE&GABBANA, ROBERTO CAVALLI, CHANEL, FERRAGAMO… და სხვა იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი ქსოვილები.

მისამართი:

1თბილისი, მიცკევიჩის ქ. №3;

2. თბილისი, ნუცუბიძის ქ. №167.

ევროპლანტ ჯორჯია

„ევროპლანტ ჯორჯია“ დაარსდა 2007 წელს. ორგანიზაციის დაფუძნებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაში შესწავლილი იქნა ქართული ბაზარი, ჩამოყალიბდა კომპანიის კონცეფცია, ზუსტად განისაზღვრა სამოქმედო სფერო და ძირითადი პრიორიტეტები.

ლანდშაფტური დიზაინი, მებაღეობა, დეკორატიული და ფუნქციონალური მცენარეების მოშენება, მოვლა, ზოგადად ყველაფერი რაც გარემოს გამწვანებას და გაჯანსაღებას უკავშირდება „ევროპლანტ ჯორჯიას“ საქმიანობის სფეროა. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ცნობილ ევროპულ  ორგანიზაციებთან, მათ შორის იტალიურ კომპანიებთან: “Studio Bellesi – Giuntoli”, “Nicoli”, “EWO” და “City Design”.

მისამართი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი 118, ექსპო ჯორჯიას ტერიტორია

ბრიკორამა

კომპანია „ბრიკორამა“ დაარსდა საფრანგეთში 42 წლის წინ, ხოლო საქართველოში მისი მაღაზია  2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალები, ასევე ელექტროობის, სანტექნიკის, დეკორაციის, მებაღეობის და ა.შ. მრავალფეროვანი პროდუქცია – როგორც ფრანგული, ასევე არაფრანგული ბრენდები. კომპანიის რამდენიმე იტალიური ბრენდია: ”Zipponi”, ”Cluber”, ”Camp”…

 

მისამართი:  თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N8