“ფიშ მარკეტი”

კომპანია “ფორ სიიზ თრეიდინგი” (“Four Seas Trading”) 2017 წელს დაარსდა მიზნით-გამხდარიყო პრემიალური თევზისა და ღვინის დისტრიბუტორი და საცალოდ მოვაჭრე საქართველოს ბაზარზე. დღესდღეობით კომპანია თბილისში ფლობს მაღაზია  “ფიშმარკეტს”   მისამართზე-ბელიაშვილის ქუჩა # 27 და ასევე ოთხ ფილიალსა თუ კუთხეს თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტსა და სავაჭრო ცენტრში. კომპანიას  მოწინავე პოზიცია უკავია პრემიალურ B2B სეგმენტში (სასტუმროები და მაღალი კლასის რესტორნები), რომელსაც  იგი პროდუქციით ამარაგებს. ასევე, კომპანიას აქვს ონლაინ მაღაზია  www.fishmarket.ge.  “ფორ სიიზ თრეიდინგი” თევზისა და ზღვის პროდუქტების იმპორტს 12 ქვეყნიდან ახდენს; ამავდროულად, წარმოადგენს რამოდენიმე ცნობილი იტალიური ღვინის კომპანიის “Antinori “, “Frescobaldi ” and “Montresor” ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.  “ფიშ მარკეტის” მაღაზიასა თუ სხვა სავაჭრო წერტილებში  შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა იტალიელი მწარმოებლების ღვინოებიც და ასევე, სხვა იტალიური პროდუქციაც: პასტა, ზეითუნის ზეთი, ხიზილალა სხვადასხვა სავაჭრო მარკებით –  “Astorino”, “Adamas”, “Frantoio La corte” და სხვა.

რესტორანი „ფილინი“ სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”

რესტორანი „ფილინი“ რაფინირებული კერძების მოყვარულთათვის იდეალური არჩევანია. იქნება ეს ცეცხლზე მომზადებული ზღვის ქორჭილი თუ უგემრიელესი კალცონე. რესტორანი იმედგაცრუებულს არც ერთ სტუმარს დატოვებს.  შეუკვეთეთ პასტა ან ორაგულის სტეიკი და დააგემოვნეთ ღვინო ჩვენი სასმელების შთამბეჭდავი კოლექციიდან.  ვახშმის შემდეგ, მიირთვით ბრენდი და აარჩიეთ სიგარა ჩვენი სიგარების მენიუდან.
სუპერსაუზმის ბუფეტი

რესტორანი „ფილინი“ ყოველ დილას სუპერსაუზმეს გთავაზობთ: მრავალფეროვანი ბუფეტი მოიცავს ბლინებს, საკონდიტრო ნაწარმს, იოგურტებსა და შეკვეთით დამზადებულ ომლეტებს.

მისამართი: 1 ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი

ვებ-საიტი: www.filinirestaurant.ge

 

 

 

დონატელოს პიცა

თუ პიცის მოყვარული ხართ და თბილისში  გემრიელ პიცას ეძებთ, აუცილებლად “დონატელოს პიცას” უნდა მიაკითხოთ! ესაა ადგილი თბილისის ცენტრში, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო პიცას მიტანის სერვისითაც. 2018 წლის სექტემბერში “დონატელოს პიცას” მეორე პიცერია გაიხსნა დიღმის მასივში, სადაც იტალიური სამზარეულოს უფრო დიდ არჩევანს იხილავთ.

პიცერიას დამფუძნებლებ0- ერეკლე და მაშო საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი პიცის მომზადების ყველა დეტალში არიან ჩართულები საუკეთესო ხარისხის და მომსახურების უზრუნველყოფისთვის.

პიცა ხომ ცხოვრების სტილია!

მისამართი: პეტრიაშვილის ქ. №32, თბილისი

ლუბლიანას ქ. №11/3, თბილისი

 

ვებ-გვერდი: www.donatello.ge

 

 

“ტიფანი ბარი და ტიფანი ტერასა” სასტუმრო “რივერ საიდში”

„ტიფანი ბარი და ტერასა“ სასტუმრო “რივერსაიდის” ნაწილია. ესაა ადგილი, რომელშიც გაერთიანებულია ელეგანტური დიზაინი, კომფორტი და მაღალი კლასის მომსახურება. “ტიფანი ტერასა” შესანიშნავი ადგილია- რომ სრულყოფილად დაისვენოთ, განიტვირთოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობისაგან ან უბრალოდ გაატაროთ შესანიშნავი დრო. თქვენ ნამდვილად ისიამოვნებთ შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული კულინარიული შედევრებით, ასევე ღვინის მრავალფეროვანი არჩევანით. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ იტალიური პასტა და პიცაც. ეს საუკეთესო ადგილია, რათა დაისვენოთ ქალაქის ფუსფუსისგან, ისიამოვნოთ თბილისის ისტორიული ნაწილის პანორამული ხედებით და საოცარი ცოცხალი მუსიკის შედევრებით. “ტიფანი ბარი და ტიფანი ტერასა” 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ფრანგული გზამკვლევის Gault@Millau-ს რჩეული რესტორანი გახდა საქართველოში.

 

ვებ-გვერდი: www.riverside.ge

დოლჩი დი პარადისო

„დოლჩი დი პარადისო“ – იტალიური სანაყინე, საკონდიტრო და კაფეტერია წარმოადგენს რამდენიმე იტალიური ბრენდის წარმონადგენლობას საქართველოში. გაიხსნა პროექტის- “იტალიური ივნისის” ბოლო დღეს-2018 წლის 31 ივნისს და ოპერირება დაიწყო მომდევნო დღიდან-1 ივლისიდან.

Visibilio Gelato”- ესაა იტალიური კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ნაყინს აწარმოებს. ინოვაციური სანაყინე ტრადიციული მეთოდების სანაცვლოდ  იყენებს მხოლოდ ერთ დანადგარს და კლიენტების თვალწინ ამზადებს ნაყინებს. ნაყინების გარდა, “დოლჩი დი პარადისოში” შეგიძლიათ მიირთვათ  უგემრიელესი იტალიური ტკბილეული და გასინჯოთ  ცნობილი ლიმონჩელოც. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ნამდვილი იტალიური გემო.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №40, თბილისი

ჯორჯიტა

 2001 წლიდან დღემდე  „ჯორჯიტა“ყალიბდება ბრენდად, რომელიც წარმატებით ახორციელებს ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობას, სთავაზობს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ერგება ბაზრის მოთხოვნისა და საჭიროებების ცვლილებებს. „ჯორჯიტას“  დიდი ხნის მყარი თანამშრომლობა აკავშირებს ვროპულ ბრენდებთან, რომელთა შორისაც არის უმაღლესი დონის იტალიური ბრენდები: Basso, DiLeo, GranCucina, Nesti Dante, Dr. Schar, Baronia, Pastificio curti, Yes Organic და სხვა.

დღესდღეობით, „ჯორჯიტა“ არის მუდმივად განვითარებადი ბრენდი, რომლის მთავარი მიზანიც არის როგორც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის ევროპული ორგანული, ჯანსაღი და სპეციალური კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების შეთავაზება, ასევე ადგილობრივი ქართული ბრენდების ხელშეწყობა, მათი წარდგენა „ჯორჯიტას“ საცალო გაყიდვების ქსელში და სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ჩართვა. დღესდღეობით მაღაზიათა ქსელი „ჯორჯიტა“ წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისის მასშტაბით.

მისამართი:

  1. თბილისი,  ცინცაძის ქ. №26;
  2.  თბილისი,  წერეთლის გამზ. №116;
  3. თბილისი, თაქთაქიშვილის ქ. №12/12ა;
  4. ონლაინ მაღაზია: www.georgita.ge.

პონატი

,,პონატის’’ ისტორია 1692 წელს  გერმანიაში დაიწყო. დღეს უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია  ,,პონატი’’ გერმანული სოსისებისა და ლორის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს. მაღალი ხარისხი და პონატის ძეხვეული სინონიმებად აღიქმება, რაც დამსახურებაა პონატების 12 თაობის, რომლებიც საუკუნეების მანზილზე წარმართავენ და ზრუნავენ კომპანიის აღმშენებლობაზე. მათ შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია.

2011 წელს თბილისში გაიხსნა ,,პონატის” პირველი საფირმო მაღაზია. 2015 წელს მომხმარებელების თხოვნითა და მოთხოვნით კიდევ ორი პატარა მაღაზია შეემატა თბილისს. ეტაპობრივად ,,პონატის-’’ ქსელში იზრდებოდა ასორტიმენტი, ემატებოდა სხვა ევროპული ბრენდები, მათ შორის იტალიური. პროდუქცია გამრავალფეროვნდა. ადრე კომპანია თუ გვთავაზობდათ მხოლოდ ხორც-პროდუქტებსა და ყველს, ახლა უკვე შეგიძლიათ, შეიძინოთ ზღვის პროდუქტები, დესერტები, პურ-ფუნთუშეული და სხვა.  “პონატის” მაღაზიებში დაახლოებით 20 სხვადასხვა ევროპულ ბრენდს წააწყდებით, მათ შორისაა  რამოდენიმე მსხვილი იტალური ბრენდი, როგორიცაა Zanetti, Planeta, Dolcefreddo, Moralberti, Glaxi Pane, Case Bianche, Baci Perugina, Igor, Comal, Adama.

კომპანიის უმთავრესი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის დელიკატესები. აქ  შერწყმულია გემო და მაღალი ხარისხი.

მისამართი:   

1.ჭავჭავაძის გამზ.  №10, თბილისი;

2. ჭავჭავაძის გამზ.  №37, თბილისი;

3 .ქავთარაძის ქუჩა  №1, თბილისი.

 

პიცალანდია

„პიცალანდია“  ქართულ-იტალიური ოჯახის საერთო ბიზნესია, რომელიც  2018 წლის იანვარში გაიხსნა.   საწყის ეტაპზე ესაა პატარა  პიცერია,  სადაც  თქვენ შეგიძლიათ ტრადიციული იტალიური გემოს აღმოჩენა და დაგემოვნება.  მისი სულის ჩამდგმელი ერმანდ ვოდო  ბარის მიმართულებას უძღვება და თავად ამზადებს იტალიური ფირმის „Caffè pericaf“- ის  ყავის სხვადასხვა სახეობას. მისი ქართველი მეუღლე სალომე სუთიძე კი სამზარეულოს ხელმძღვანელობს,  სადაც თქვენ შეგიძლიათ უგემრიელესი, რაც მთავარია,  ჯანსაღი  პროდუქტით შექმნილი იტალიური ტრადიციული პიცის  დააგემოვნება.

 

მისამართი:  ვაჟა- ფშაველას  გამზ. 65, თბილისი (მოდულის მოპირდაპირე მხარეს)

 

Solo Pizza

პიცერია „სოლო პიცა“ 2 თვის წინ გაიხსნა ქალაქ ბათუმში. ჩვენ შევეცადეთ მოგვეწყო პატარა იტალია ჩვენს ქალაქში თავისი ინტერიერითა და ექსტერიერით, რომელსაც მუდმივად ემატება რაღაც ელემენტები და რა თქმა უნდა, განუმეორებელი გემოები, რომელსაც ჩვენი უკვე მუდმივი სტუმრები აღნიშნავენ. ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ 11 სახეობის პიცა, სოკოს, გოგრის, ისპანახის კრემ სუფები, ადგილზე დამზადებული უგემრიელესი პასტები, სალათები და რა თქმა უნდა, დესერტები – ტირამისუ, ამალფი ქეიქი და აფფოგატო ნამდვილ იტალიურ ყავასთან ერთად.  ყველა სტუმარს ვუმასპინძდებით ადგილზე დამზადებული ლიმონჩელოთი, რომელიც დამზადებულია სოფ. მინორის მკვიდრის ანნა მარიას რეცეპტით.

მისამართი: ბათუმი, 26 მაისის № 44

Illy Caffè

“Illy Caffè-ს” დაარსების ისტორია 2003 წლიდან იწყება. თავდაპირველად ბრენდი espressamente illy-ის სახელით იყო ცნობილი, 2015 წლიდან კი მიიღო დღევანდელი სახელწოდება. “Illy Caffè-ს” შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა. მიზანი ამბიციურია, რადგან ამ პროცესში მნიშვნელოვანია კომპანიის კულტურის, გამოცდილებისა და ტექნიკების მაქსიმალურად შენარჩუნება. სრულყოფილების მუდმივი ძიება კი არის ის, რაც “Illy Caffè-ს” მომსახურებას დღითიდღე განსაკუთრებულს ხდის.

დღესდღეობით Illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 35 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებსა და ქუჩებში გხვდებათ. ამ ეტაპზე თბილისში “Illy Caffè-ს” ერთი ფილიალი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში“ მდებარეობს, წლის ბოლომდე კი კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა იგეგმება. კაფეში შეგიძლიათ Illy-ს 30-მდე განსხვავებული რეცეპტის მქონე ყავის დაგემოვნება  სხვადასხვა კერძისა და დესერტის თანხლებით.

ეწვიეთ კაფეს და აღმოაჩინეთ გარემო, სადაც დაგხვდებათ ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორია. მომენტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა და გემო, რომელიც ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის.

 

მისამართი: 2/4 რუსთაველის გამზ.  მე-4 სართული, თბილისი

 

ვებ-საიტი: www.illy.com