რესტორანი “ღუმელი” სასტუმროში “Iota Hotel Tbilisi”

“Iota Hotel Tbilisi” ხუთვარსკვლავიანი, 90-ნომრიანი დიზაინ სასტუმროა, რომელიც ასევე რესტორნებს, ღვინის მაღაზიასა და ბარს აერთიანებს. რესტორან “Iota Garden”-ში უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებს დააგემოვნებთ, მის ეზოში კი დატკბებით 300 კვ.მ-ზე გაშენებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღების ხედით.
“Ghumeli” – თბილისის ყველაზე თბილი ადგილი და სტუმარმასპინძლობის ეპიცენტრია. აქ თქვენ დაგხვდებათ ულამაზესი ხედი ძველ თბილისზე, მეგობრული გარემო, ღუმელში გამომცხვარი უგემრიელესი ქართული და ევროპული, კერძები მათ შორის იტალიური , და ცოცხალი მუსიკა.
“Wine Observatory”  კი  შემეცნებითი ადგილია, სადაც შეგიძლიათ სიახლეების აღმოჩენა და შესწავლა. სწორედ აქ არის წარმოდგენილი საგულდაგულოდ შერჩეული ქართული ღვინო და დაფები ხორცისა და ყველის ასორტით.
იოტა ძველი ქართული ანბანის მე-15 ასოა, რომელიც მე-19 საუკუნეში ამოიღეს. იოტათი პატარა სიდიდეებს ახასიათებენ. თუმცა ყველაზე უმცირესშიც კი შესაძლოა რაღაც ძალიან დიდი, მრავლისმომცველი იყოს ჩამალული. იოტა ერთგვარი სიმბოლოა სიმარტივესა და უბრალოებაში არსებული სიღრმისა და სიბრძნის. სწორედ ასეთი, მყუდრო, არასტანდარტული და მშვიდი გარემო დაგხვდებათ აქ.

მისამართი: ლერმონტოვის ქ.№ 10, 0105, თბილისი

 

ვებ-საიტი: www.iotahotels.com

 

პომოდორისიმო

პიცერია და სტეიკის სახლი „პომოდორისიმო“ 2012 წლიდან სთავაზობდა სტუმრებს იტალიურ სამზარეულოს ნეაპოლიტანურ გარემოში. 2018 წლიდან კი „პომოდორისიმოს“ ბრენდი განახლებული კონცეფციით ფუნქციონირებს:  სავაჭრო  ცენტრ „მერანის“ლოკაციაზე წარმოდგენილია კვლავ პიცერია და სტეიკის სახლი, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე N33-ის ლოკაციაზე მაღალი კლასის იტალიური რესტორნი.

„პომოდორისიმოს“ მენიუ სრულად იტალიური გასტრონომიის თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იქმნება და გამორჩეულ კერძებთან ერთად მუდმივად სთავაზობს სტუმრებს მყუდრო გარემოს და იტალიურ განწყობას. მენიუში სხვა მრავალ კერძთან ერთად წარმოდგენილია სტეიკის, პასტის და სალათების ფართო ასორტიმენტი, ამასთანავე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ შეშაზე გამომცხვარი პიცა და ხელნაკეთი პასტა, რომელიც ადგილზე მათი თანდასწრებით მზადდება.

 

მისამართი:

  1. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.,№ 33;
  2. თბილისი, გრიბოედოვის ქ. №31ა.

ვებ გვერდი: www.icr.ge

 

რისტოკაფე „ვივა“

რისტოკაფე „ ვივა“ ქართულ ბაზარზე 2018 წლის თებერვალში გამოჩნდა რისტოკაფეს ფორმატით. მისი ძირითადი მიმართულებაა იტალიური ტრადიციული და ექსკლუზიური კერძები-ტოსკანას სამზარეულო. გამოცდილი იტალიელი შეფ-მზარეულის სერჯიო ბროკოლის ხელში ყველაზე უბრალო ინგრედიენტიც კი საოცარ შეგრძნებად გარდაიქმნება. თბილ და მყუდრო გარემოში ტოსკანას გული იგრძნობა. „პატარა ტოსკანაში“ გაჩერება საინტერესო იქნება მათთვის,  ვისაც სურს შეიგრძნოს ნამდვილი იტალიური გემო თბილისიდან გაუსვლელად.

მისამართი: თბილისი, ი. აბაშიძის  ქ.№80

 

პიატო

წიგნის კაფე ,,პიატო’’ 2018 წელს დაარსდა. მანამდე, 2014 წლიდან ის ბაზარზე მოღვაწეობდა ,,ჩი გუსტას” სახელით. 2018 წელს მან რიბრენდინგი განიცადა და დღესდღეობით ,,პიატოს” სახით არის წარმოდგენილი. თუ ეძებთ მყუდრო გარემოს, უმაღლესი ხარისხის და უგემრიელს იტალიურ და ქართულ კერძებს, წიგნის კაფე „პიატო“ ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. გემოვნებიანი მუსიკა, დაბალი ფასები და საუკეთესო სერვისი ნებისმიერი სტუმრის გემოვნებასა და მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

მისამართი:

ბიბლუსი გალერეა
1.ჭავჭავაძის გამზ. №7, თბილისი;
2.კანდელაკის ქ. №7, თბილისი;
3.ვაჟა–ფშაველას №4, თბილისი;
4.აბაშიძის  ქ. №52, ბათუმი;
5. ბახტრიონის და სააკაძის კვეთა, თელავი.

 

ფრომაჟერი

მაღაზია “ფრომაჟერი” 2016 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობაა ყველის და მასთან შესაფერისი პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია, რისთვისაც ტარდება ყოველკვირეული დეგუსტაციები. მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ქართულ და უცხოურ ყველს და მასთან შესახამებელ პროდუქციას – იტალიურ ხორცპროდუქტებს და სხვადასხვა აპეტაიზერს. მაღალპროფესიონალი თანამშრომლები დეტალურად მოგითხრობენ ყველის ისტორიის და დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. მაღაზია „ფრომაჟერი“ ბაზარზე გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და ხელმისაწვდომი ფასებით.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 50

 

Ground 84

“Ground 84” ერთ სივრცეში აერთიანებს ნამდვილი იტალიური ყავის მაღაზიას/ბარსა და მილანურ ბისტროს, ავთენტური იტალური  სამზარეულოთი.  “Ground84” ეს ის ადგილია, სადაც იტალიური ხასიათის ჰარმონია ნამდვილი იტალიური ყავისა და სამზარეულოს ოსტატური შერწყმით იქმნება.

მისამართი: თბილისი, პეკინი ქ.№8;

 

აგროჰაბი • AgroHub

 

 

აგროჰაბი

საქართველოში პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი “აგროჰაბი” დაარსა 2016 წელს. “აგროჰაბი” არის მათთვის, ვისთვისაც ღირებულია ხარისხიანი პროდუქტები.  აქ თქვენ შეხვდებით მრავალ ცნობილ იტალიურ სავაჭრო მარკას, მაგ. “Gildo Rachelli”, “Granarolo”, “Italpizza”, “Galbani”, “La Molisana”…, რომელიც ბევრ სასურსათო პროდუქტის კატეგორიას მოიცავს.

მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №22

აგროჰაბი • AgroHub

 

ოსტერია ამბროზიანა

რესტორანი „ოსტერია ამბროზიანა“ დაარსდა 2014 წელს და მომხმარებელს თავაზობს  მრავალფერობან იტალიურ კერძებს. სახელწოდება მილანის წმინდა მფარველის, ამბროზის სახელს უკავშირდება.

უმაღლესი ხარისხის, იტალიური დელიკატესებით დამზადებული პიცა, პასტა და რესტორნის მყუდრო ოჯახური გარემო გაგრძნობინებთ  იტალიური სამზარეულოს განუმეორებელი გემოს უპირატესობას.

ახლადდაჭრილი ლორის და ყველის გასინჯვისას თქვენ იმოგზაურებთ ამ შესანიშნავი ქვეყნის რეგიონებში;

სამხრეთ ტიროლის მთებიდან აღმოჩნდებით მზიანი კალაბრიის სანაპიროზე.
ოსტერიაში აუცილებლად გაგიმასპინძლდებიან განსაკუთრებული არომატის

მქონე ტრადიციული იტალიური ყავით და უგემრიელესი დესერტით.

 მისამართი:  ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას №7

კარფური

 „კარფური“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელიც 1995 წელს გამოჩნდა შუა აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA)  „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2012 წელს გაიხსნა. ამჟამად, არსებობს 250-ზე მეტი ჰიპერმარკეტი, სუპერმარკეტი და ონლაინ მაღაზია რეგიონის 15 ქვეყანაში და დაგეგმილია გაფართოება შუა აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, აფრიკისა და რუსეთის 38 ქვეყანაში.

დღესდღეობით „კარფური“ საქართველოში წარმოდგენილია ორი ჰიპერმარკეტით და ათი სუპერმარკეტით, აქედან თერთმეტი თბილისში მდებარეობს, ხოლო ერთი -ბათუმში. ქსელის მაღაზიებში შეხვდებით შემდეგ იტალიურ ბრენდებს:     “La Molisana”, “Barilla”, “Reggia”, “Galbani”, “Ponti”.

მისამართი:

  1. საბურთალო სუპერმარკეტი : ცინცაძის 37, თბილისი, საქართველო;
  2. ბათუმი სუპერმარკეტი : ტბელ-აბუსერიძის ქ,#22 ბათუმი, საქართველო;
  3. ვაზისუბანი სუპერმარკეტი : ვაზისუბნის მე-2 მკრ. თბილისი, საქართველო;
  4. აქსისი სუპერმარკეტი : ცინცაძის ქ.12, თბილისი, საქართველო;
  5. გლდანი სუპერმარკეტი : ომარ ხიზანიშვილის ქუჩა , თბილისი, საქართველო;
  6. სითი მოლი გლდანი სუპერმარკეტი : ხაზაბაურის ქ.27, თბილისი, საქართველო;
  7. ვაკე სუპერმარკეტი : ი.ჭავჭავაძის 37, თბილისი, საქართველო;
  8. ისანი სუპერმარკეტი : ნავთლუღის ქ.4, თბილისი, საქართველო;
  9. ჯი-თი-სი სუპერმარკეტი : ვეკუას 3. თბილისი,საქართველო;
  10. ქარვასლა სუპერმარკეტი : ცოტნე დადიანის ქ.7, თბილისი, საქართველო;
  11. ისთ ფოინთი ჰიპერმარკეტი : ა.თვალჭრელიძის 2, თბილისი, საქართველო;
  12. მოლი ჰიპერმარკეტი : დავით აღმაშენებლის გამზირი მე-16კმ, თბილისი, საქართველო.

ვებ-გვერდი:  www.carrefourgeorgia.com