FAQ

ხშირად დასმული კითხვები

  • ჩამონათვალში მოცემულია ყველა სექტორი და მაღაზია, რომელიც საქართველოში იტალიური ბრენდებითაა წარმოდგენილი?
  • მთავარი მენიუს გრაფაში ‘სექტორები“ შეგიძლიათ იხილოთ სამომხმარებლო ბაზრის ის სექტორები და მათ ქვეშ გაერთიანებული კომპანიები, რომლებიც ინიციატივა “Made in Italy in Georgia-სთან” დაკავშირებულ პროექტებში მიუღიათ ან იღებენ მონაწილეობას.

 

  • რამდენად ხშირია  ინიციატივა „Made in Italy in Georgia-სთან“ დაკავშირებული პროექტები?
  • ინიციატივასთან დაკავშირებული პირველი კამპანია განხორციელდა 2018 წლის ივნისში საპილოტე პროექტის სახით „იტალიური ივნისი“. ამჟამად ხორციელდება მეორე კამპანია: „იტალიური გემო გამორჩეულია“,  რომელიც უკავშირდება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულს, რომელიც მიმდინარე 2018 წელს 19-25 ნოემბერს აღინიშნება. იმედი გვაქვს, ინიციატივასთან დაკავშირებული  პროექტები რეგულარული  ხასიათს შეიძენს, რაც ასევე ჩართული კომპანიების და მომხმარებლების აქტივობაზეცაა დამოკიდებული.

 

  • როგორ შეიძლება  კამპანიასთან დაკავშირებული მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიღება?
  • მარტივად-შედით მთავარ მენიუში განყოფილება „აქციები“ და ნახავთ  მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე აქციებს.

 

  • პროექტები მხოლოდ თბილისს მოიცავს?
  • საპილოტე პროექტი „იტალიური ივნისი“ მხოლოდ თბილისიდან დაიწყო და მსვლელობისას მოიცვა სხვა ქალაქებიც, ძირითადად ბათუმი,  ნაწილობრივ ქუთაისი, თელავი და სხვა. ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული კამპანიები ღია რჩება ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა თუ ქალაქში არსებობს და რომლებიც მომხმარებლებს იტალიურ ბრენდებსა და პროდუქტებს თავაზობს.