ართთაიმი

კომპანია „ართთაიმი“  დაარსდა 1999 წელს თბილისში. მისი ძირითადი მიმართულებაა ცნობილი შვეიცარიული ბრენდების  საათებისა და საიუველირო ნაკეთობების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოში. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ექსკლუზიური, პრესტიჟული და დახვეწილი დიზანიდის პროდუქცია, რომელიც შეესაბამება კლასიკურ და თანამედროვე ტენდენციებს. ბაზარზე გატარებული წლების შედეგად „ართთაიმმა” მოიპოვა როგორც მომხმარებლების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ნდობა. „ართთაიმი“ არის ისეთი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. როგორიცაა: Balmain, Calvin Klein, Doxa, Flik-Flak, Frederique Constant, Gaga Milano, Longines, Maurice Lacroix, Montegrappa, Rado, Raymond Weil, Swatch, TAG Heuer, Tissot, Tsikolia, Versace, Versus Versace და Victorinox-ი. „ართთაიმის“ მაღაზიებში საათებთან ერთად ასევე წარმოდგენილია შემდეგი ბრენდების ოქროს სამკაულები: Breil Milano, Novarese & Sannazzaro და Vianna Brazil. „ართთაიმის” ქსელი დღეისათვის მოიცავს რვა  მაღაზიას, აქედან შვიდი თბილისში მდებარეობს, ხოლო ერთი- ბათუმში.

 

მისამართი:

  1. თბილისი, პუშკინის ქ. № 1-3;
  2. თბილისი: რუსთაველის გამზ. №2/4 სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი”;
  3. თბილისი, კოსტავას ქ. №63 მაღაზია “Arttime”;
  4. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ., სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“;
  5. თბილისი, თვალჭრელიძის ქ. №2 სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“;
  6. ბათუმი, კ.გამსახურდიას  №24.

 ვებ.გვერდი : www.arttime.ge