Cruciani C Georgia

2011 წლის აგვისტოში სამყარომ გაიცნო “Cruciani C-ის” ოთხი ფოთლის სამაჯური- უსასრულო რიგები, 60-დღიანი ხალხმრავლობა ფორტე დეი მარმის “Cruciani C” ბუტიკში, იმისთვის, რომ მიეღოთ სასურველი სამაჯური სხვადასხვა ფერში. ოთხყურა სამაჯურის იდეა ეკუთვნის ლუკა კაპრაის. ნაქსოვი სამაჯურები იწარმოება მაკრამეს მაქმანებისგან, რომელიც მზადდება Arnaldo Caprai Gruppo Tessile-ში, მაშასადამე, დამზადებულია 100% იტალიაში, არის წყალგაუმტარი და არ კარგავს თავდაპირველ ფორმას. დღეს, იტალიური ბრენდი “Cruciani C” წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ევროპა,  ამერიკა, იაპონია, რუსეთი, ბრაზილია) და უკვე საქართველოში. “Cruciani C Georgia” არის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც წარმოგიდენთ სამაჯურების მრავალფეროვან კოლექციებს:  კოლექცია -უნისექსი, სვაროვსკის კოლექცია, ვერცხლის კოლექცია, საბავშვო კოლექცია.

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ, სავაჭრო ცენტრი “თბილისი მოლი”, I სართული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *