ევროპლანტ ჯორჯია

„ევროპლანტ ჯორჯია“ დაარსდა 2007 წელს. ორგანიზაციის დაფუძნებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაში შესწავლილი იქნა ქართული ბაზარი, ჩამოყალიბდა კომპანიის კონცეფცია, ზუსტად განისაზღვრა სამოქმედო სფერო და ძირითადი პრიორიტეტები.

ლანდშაფტური დიზაინი, მებაღეობა, დეკორატიული და ფუნქციონალური მცენარეების მოშენება, მოვლა, ზოგადად ყველაფერი რაც გარემოს გამწვანებას და გაჯანსაღებას უკავშირდება „ევროპლანტ ჯორჯიას“ საქმიანობის სფეროა. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ცნობილ ევროპულ  ორგანიზაციებთან, მათ შორის იტალიურ კომპანიებთან: “Studio Bellesi – Giuntoli”, “Nicoli”, “EWO” და “City Design”.

მისამართი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი 118, ექსპო ჯორჯიას ტერიტორია