ფრანკე

“ფრანკეს” ისტორია იწყება 1911 წელს, ჯგუფში შედის 66 შვილობილი კომპანია 9000 თანამშრომლით 40 ქვეყანაში. “ფრანკე” არის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც აწარმოებს ტექნიკას შემდეგი სექტორებისთვის: სამზარეულო, სააბაზანო, პროფესიონალური ჰორეკა, ყავა. იგი აერთიანებს ხუთ მიმართულებას:

  • ფრანკეს სამზარეულო სისტემა – საცხობი და საჭმლის მოსამზადებელი ტექნიკა, მათ შორის: ნიჟარები, შემრევები, სამუშაო ზედაპირები, გამწოვები, ღუმელები, ქურები;
  • ფაბერი – ექსპერტი გამწოვების და სამზარეულო ტექნოლოგიებში;
  • ფრანკეს კვების სისტემა – ჰორეკას ტიპის სამზარეულო აღჭურვილობა;
  • ფრანკე წყლის სისტემა – მოიცავს პროდუქციას, როგორც კერძო ასევე სახალხო სააბაზანო სექტორისთვის, მათ შორის, შემრევები, ნიჟარები, შხაპები, აქსესუარები, წყლის მართვის სისტემები;
  • ფრანკეს ყავის სისტემა – ყავის აპარატები ფართო სპექტრი, მათ შორის სუპერავტომატური და ტრადიციული;

საქართველოში “ფრანკე” საყოფაცხოვრებო სამზარეულო ტექნიკის სექტორში წარმოდგენილია 2004 წლიდან

შპს ”ფრანკე კავკასუსის” სახით. კომპანიის ბრენდებია: “ფრანკე”, “ლა სპაციალე”, “კაფიტალი” და “ნივონა”.

მისამართი:  თბილისი 0119 წერეთლის გამზ.№ 116