მოტიფი

“მოტიფი” 1996 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მისი დამაარსებელია თათეშვილების ოჯახი. ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც წარმოადგინა იტალიური და სხვა წამყვანი საერთაშორისო ბრენდები საქართველოში. დღესდღეისობით, კომპანიის საქმიანობა მოიცავს მომსახურების სხვადასხვა სპექტს. მათ შორის: დიზაინის სტუდიას და შოურუმს, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ევროპული ბრენდების მოსაპირკეთებელი მასალები, ავეჯი, განათება და აქსესუარები.

ამ წლების განმავლობაში “მოტიფმა” განსაკუთრებული ადგილი დაიკავა დიზაინის სფეროში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერიერის კულტურის  განვითარებაში და „დამზადებულია იტალიაში“ ტერმინისა და პროდუქციის პოპულარიზაციაში. ის უკვე მრავალი წელია ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელია ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა: B&B Italia Maxalto, Giorgetti, Driade, Mutina Ceramic, CC-tapis, Barovier & Toso, Flos, Bosa, bticino, Fantini, Flou, Oikos, Agape, Boffi, Zanotta, Emmemobili, Alessi, Bulthaup, Bang & Olufsen, Moooi და სხვა.

ამჟამად კომპანიას ოჯახის მეორე თაობა უდგას სათავეში. დები მაკა და თამარა თათეშვილები ხელმძღვანელობენ მოტიფის დიზაინის სტუდიას და აქტიურად მუშაობენ  კომპანიის შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად.

 მისამართი:   თბილისი 0160, ბუდაპეშტის ქუჩა №7

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *